Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: შეკვეთების გამშვები ოპერატორი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / განცხადების ვადა: 22 მაისი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს, "მადარტის" გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

დაგვიმეგობრდი: https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ: https://madart.ge/

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების გამშვები ოპერატორის პოზიციაზე!

შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე ამიტომ ნუ გადადებ!

აღნიშნულ სტაჟირებაზე კვალიფიკაციაზე მეტად, პიროვნულ მახასიათებლებს ვანიჭებთ უპირატესობას!

სამუშაო ადგილი: თბილისი - დადიანი.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, სრული
ანაზღაურება: 1000-1400 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების სწორი და დროული ადმინისტრირება;
** კონკრეტულ ფილიალებზე მიმაგრებული კურიერებისთვის შეკვეთების სწორი განაწილება;
** სწორი პროგრამული აღრიცხვა;
** საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა რელევანტური დავალების შესრულება.

ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

** ელფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლცენტრის ან/და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის გადარჩევა;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტთან;
** სტაჟირების ეტაპი ფილიალში.

ჩვენ ვითხოვთ:

** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარს;
** დროის მართვის უნარი;
** სამუშაო პროცესების დელეგირების უნარი.

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass - ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** პარკირების შეუფერხებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@madart.ge

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელფოსტის მისამართზე: vacancy@madart.ge

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.