სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო მომსახურების ოპერატორის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
** გამავალი ზარის განხორციელება/შემომავალი ზარის მიღება;
** ბანკის სხვადასხვა საბანკო პროდუქტების შეთავაზება/მომხმარებლისთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება, შემომავალი სატელეფონო ზარების, ბანკის დისტანციური არხებით შემოსულ კითხვებზე პასუხი;
** საბანკო პროდუქტების გაყიდვა;
** საბანკო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა;
** ახალი კლიენტების მოზიდვა;
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მომსახურების პრინციპების ცოდნა;
** ეფექტური გაყიდვების უნარი;
** მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება საბანკო სფეროში მუშაობის ან სატელეფონო ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** გამართული წერის და მეტყველების უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე, სასურველია რუსული ენის ცოდნაც.
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2024 წლის 9 მაისის ჩათვლით გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!