Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მედია კონკურსი
მომწოდებელი: ცენტრი თანადგომა
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 12 მაისი

საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი "თანადგომა" ევროკავშირის და ფონდი ღია საზოგადოების მიერ დაფინანსებული პროექტის "აჭარის რეგიონში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება მათი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის გზით" ფარგლებში იწვევს ჟურნალისტებს, ბლოგერებს და მედია-ორგანიზაციებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსის მიზანი:

კონკურსის მიზანია ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულთათვის მკურნალობა-რეაბილიტაციის პროგრამების შესახებ ცნობადობის ამაღლება და მკურნალობა რეაბილიტაციის პოპულარიზაცია, წამალდამოკიდებულებასთან დაკავშირებული სტიგმის შემცირება.

კონკურსის ნომინაციები და პრიზები:

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული მედია მასალა შემდეგ ნომინაციებში:

1. ბლოგი ონლაინ მედიაში;
2. სტატია ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში;
3. სიუჟეტი სამაუწყებლო მედიაში (რადიო, ტელევიზია ან ონლაინ მედია);

თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული მედია მასალა, სადაც საუკეთესოდ წარმოჩინდა საკონკურსო საკითხები.

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრიზი.

მნიშვნელოვანია! ჟიური უფლებას იტოვებს, არ გამოავლინოს რომელიმე ნომინაციაში გამარჯვებული, თუ წარმოდგენილი ნაშრომები არ დააკმაყოფილებს კონკურსის პირობებს და შეფასების კრიტერიუმებს.

კონკურსის მოთხოვნები:

საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა გამოქვეყნებული/გასული უნდა იყოს კონკურსის გამოცხადების შემდეგ პერიოდში - 29 აპრილიდან 12 მაისამდე, საქართველოში (აქცენტით აჭარაში) რეგისტრირებულ მედია საშუალებებში.

კონკურსის დაწყებამდე გამოქვეყნებული/გასული მასალა არ განიხილება.

აპლიკანტს უფლება აქვს, საკონკურსოდ წარმოადგინოს ერთი ან მეტი ნამუშევარი.

საკონკურსოდ წარდგენილი ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** მედია მასალა უნდა შეეხებოდეს საკონკურსო თემებს;
** მედია მასალაში კომპლექსურად და სიღრმისეულად უნდა იყოს გაშუქებული საკითხი;
** მედია მასალაში დაცული უნდა იყოს კონფიდენციალურობა;
** მედია მასალა უნდა იყოს დაბალანსებული;
** მედია მასალაში დაცული უნდა იყოს ჟურნალისტიკის სტანდარტები და ეთიკის კოდექსი.

ნაშრომი, რომელიც არ დააკმაყოფილებს მითითებულ პირობებს, არ განიხილება საკონკურსოდ.

კონკურსში მონაწილეობის უფლება:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს (ჟურნალისტს/ბლოგერს) და მედია ორგანიზაციას, რომელმაც საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა გამოაქვეყნა საქართველოში რეგისტრირებულ მედია საშუალებაში.

კონკურსის ვადები:

ნამუშევრების გამოქვეყნების/მიღების ბოლო ვადაა 12 მაისი 2024 წელი. დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება.

გამარჯვებული გამოვლინდება განაცხადების მიღების დასრულებიდან 20 დღის ვადაში, 2024 წლის 1 ივნისამდე.

საპროექტო განაცხადის წარდგენა:

საკონკურსოდ წარმოდგენილი უნდა იყოს:

** საკონკურსო ნამუშევრის (ბეჭდური ან სამაუწყებლო) ბმული;
** კონკურსანტის პირადობის მოწმობის დასკანერებული ასლი;

საკონკურსოდ წარმოდგენილი ნამუშევრის (ბეჭდური ან სამაუწყებლო) ბმულის მოწოდება უნდა მოხდეს ელ-ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: batumi@tanadgoma.ge, natiakharati@yahoo.com, mediacompetitiontg@gmail.com

გზავნილის სათაურად მითითებული უნდა იყოს: "საკონკურსო მასალა", საკონკურსო მასალის გაგზავნის შემდეგ კონკურსანტმა უნდა მიიღოს შეტყობინება კონკურსის ორგანიზატორებიდან მასალის მიღების თაობაზე. ორგანიზატორები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან იმ შემთხვევაში, თუ მასალა არ იქნა მიღებული ელ. ფოსტის მითითებულ მისამართზე.

საკონკურსო ნამუშევრების შეფასების პროცესი

საკონკურსოდ წარმოდგენილ ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალურად კონკურსისთვის დაკომპლექტებული ჟიური.

დამატებითი ინფორმაცია აპლიკანტებისთვის

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარდება შეხვედრები თანადგომას ბათუმის ფილიალი, მის: ქ. ბათუმი, პეტრე მელიქიშვილის #35, 12-20 სთ

კითხვები:

შესაძლო კითხვები კონკურსის მონაწილეებმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: batumi@tanadgoma.ge, natiakharati@yahoo.com.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.