Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: აუზის მომვლელის დამხმარე
მომწოდებელი: VR Holding
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

"VR HOLDING" აცხადებს ვაკანსიას აუზის მომვლელის დამხმარის პოზიციაზე:

"VR Holding" 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოში და გამორჩეულ დეველოპერულ პროექტებს ქმნის. ერთ-ერთი მათგანი კრწანისი რესორტ რეზიდენსია, რომელიც რამდენიმე ტიპის პროდუქტს მოიცავს: ვილებს, აპარტამენტებს, როიალ თაუნჰაუსებსა და მულტიფუნქციურ სივრცეს.

კრწანისი რესორტ რეზიდენსი არის პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ, დიპლომატიურ უბანში და გაშენებულია 20 ჰექტარზე, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე; 10:00-დან 19:00 საათამდე.

კომპანიის ვებგვერდი: https://vr.ge

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული აუზებისა და აუზის სრული კომპლექტაციის მოვლა/პატრონობა, სათანადოდ დასუფთავება;
** აუზების სისუფთავის კონტროლი;
** სამუშაოს შესრულებისას სანიტარულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** საჭირო ქიმიკატების გამოყენებისას უსაფრთხოების ნორმების და ფიქსირებული დოზირების დაცვა;
** ტექნიკური პრობლემების ან დაზიანების შესახებ სათანადო პირთა დროული ინფორმირება;
** დასუფთავებისათვის საჭირო ინვენტარის მოვლა/დასუფთავება;
** დასაქმებული ასევე შეასრულებს სხვა სამუშაოებს, მისი სპეციალობისა და კვალიფიკაციის მიხედვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარები:

** პუნქტუალური
** ორგანიზებული
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2024 წლის 25 მაისამდე გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@vr.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "აუზის მომვლელის დამხმარე".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. თქვენი რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების მიზნებისთვის. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისთვისაც.

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.