Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ატრაქციონების ოპერატორი
მომწოდებელი: გასართობი ცენტრი რია-რია - გალერია თბილისი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

"რია-რია" (გალერია თბილისში განთავსებული ბავშვთა გასართობი ცენტრი) აცხადებს ვაკანსიას ატრაქციონების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვთა გასართობი ცენტრის ვიზიტორებისათვის შეუფერხებელი და ეფექტური მომსახურების გაწევა;
** არსებული ტარიფების, პაკეტების, მომსახურების, გასართობი საშუალებების, აგრეთვე ატრაქციონზე ასაკთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** ატრაქციონების ჩართვა და გამორთვა;
** ატრაქციონებზე ვიზიტორთა შეშვება და გამოშვება;
** ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აკადემიური განათლება (დასაშვებია სტუდენტიც);
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული და ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა;

უნარები:

** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი განახლებული CV გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე info@riaria.ge 2024 წლის 10 მაისამდე. გთხოვთ, ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

წარმატებას გისურვებთ!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.