Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ელ. კომერციის ოპერაციული გუნდის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Dressup Group
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

"დრესაპ ჯგუფი" 29 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 80 მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ელ. კომერციის ოპერაციული გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** "ფიტპასის" მომსახურება;
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.

ფუნქციები და მოვალეობები:

** Dressup.ge-ის ოპერაციული პროცესების ყოველდღიური მართვა, მონიტორინგი და მომსახურების მაღალი დონის უზრუნველყოფა;
** Dressup.ge-ის ლოჯისტიკური პროცესების მართვა, მონიტორინგი და გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
** პროდუქციის მიწოდების ჯაჭვის პროცესის დაგეგმარება, განხორციელება და შემდგომი მონიტორინგი;
** პროვაიდერებთან მოლაპარაკებების წარმოება ოპერაციულ პროცესებთან დაკავშირებით (Fedex და სხვ.);
** Dressup.ge-ის სტრატეგიის მიხედვით ცვლილებების დანერგვა ოპერაციულ გუნდში;
** გუნდის მართვა, მოტივირება და საკითხების შესაბამისი დელეგირება;
** Dressup.ge-ის განვითარების სამუშაო ჯგუფში აქტიური ჩართულობა;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** ელ. კომერციის, ლოჯისტიკის ან/და ოპერაციების მართვის მიმართულებით მუშაობის 3-4 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დიდი გუნდის მართვის გამოცდილება (50 და მეტი თანამშრომელი);
** ძლიერი ტექნიკური უნარები;
** MS Office პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა);
** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);
** ლიდერული და გუნდის მართვის უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი როგორც ვერბალურად, ასევე, არავერბალურად;
** მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოქნილობა და ოპერატიულობა.

კანდიდატთა შერჩევა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: career@dressup.ge 2024 წლის 15 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ელ. კომერციის ოპერაციული გუნდის ხელმძღვანელი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"დრესაპ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.