Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: პროექტების ასისტენტი
მომწოდებელი: ჰაიდელბერგცემენტი
თანდართული ფაილი: 43547_HeidelbergCement___Application_Form_3896899.zip
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

"ჰაიდელბერგცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში (1) და რუსთავში (2), ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰაიდელელბერგცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰაიდელბერგცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკურ დეპარტამენტში პროექტების ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საქმიანი მიმოწერა, პრეზენტაციების, შეხვედრებისა და თათბირების დაგეგმვა/წარმართვა, ოფიციალური წერილების და შეხვედრის ოქმების მომზადება, წარმოებული ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და დაარქივება;
** ტექნიკური დეპარტამენტის სტრუქტურულ დანაყოფებს შორის ეფექტური კოორდინაციის უზრუნველყოფა;
** ოფიციალური დოკუმენტაციის ხელმოწერის პროცესის უზრუნველყოფა; (მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა);
** SAP სისტემაში მუშაობა;
** პროექტების სტატუს რეპორტების და პრეზენტაციების მომზადება;
** მივლინებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო საკითხის ორგანიზება;
** საპროექტო დეპარტამენტის უცხოელი სტუმრების ჩამოსვლისა და გამგზავრების საკითხების ორგანიზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველი არის SAP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;

არსებული პირობები და ბენეფიტები:

** ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;

თუ თქვენ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ პროფესიულად განვითარდეთ, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) და გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@gcement.ge

გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება პროექტების ასისტენტი წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-სთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.