Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Beta Print
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

სარეკლამო კომპანია ბეტაპრინტი ბათუმში აცხადებს გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობები:

** სარეკლამო მასალების სრულყოფილად შესწავლა.
** შესასრულებელი სამუშაოს ეფექტურად დაგეგმარება და დროის სწორად განაწილება
** სატელეფონო ზარების მიღება-განხორციელება
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და შეხვედრების ჩატარება
** ოფისში მოსული კლიენტებისთვის პრეზენტაციის ჩატარება.
** კლიენტთან მოლაპარაკების წარმოება ხელშეკრულების გაფორმებამდე (საოპერაციო საკითხების მოგვარება, ხელშეკრულების გაფორმება და სხვა მსგავსი ტიპის საკითხები არ ეხება გაყიდვების მენეჯერს)

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გამართული მეტყველების უნარი
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი
** კრეატიული აზროვნება
** ორგანიზებულობა
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ინფორმაციის და ინსტრუქციების გაცნობის/ათვისების უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (ნებისმიერ სფეროში)
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე სავალდებულოა
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + მზარდი ბონუსი (ხელფასი საშუალოდ 2000 ლარამდე.)

სრული განაკვეთი: 6 დღიანი სამუშაო კვირა.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გადმოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hrbetaprint@gmail.com და აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.