Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ყასაბი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ყასაბის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი-სრული
სამუშაო ადგილი-ჩაქვი
უშუალო ხელმძღვანელი- შეფ-მზარეული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ხორცის დამუშავება და სარეალიზაციოდ მომზადება;
** პროდუქციის ხარისხისა და ვადების კონტროლი;
** საქონლის დამუშავება შესაბამისი წესის მიხედვით;
** წარმოებული პროდუქციის და დახარჯული ნედლეულის სწორი აღრიცხვა
** ნახევარფაბრიკატების მომზადება;
** სამუშაო ადგილის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მუდმივი დაცვა და კონტროლი;
** სამუშაო პროცესის წარმართვა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად.

საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საქონლის დამუშავების ცოდნა;
** პროდუქციის შენახვისა და დასაწყობების წესების ცოდნა.
** თანამშრომელს უნდა გააჩნდეს გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, პუნქტუალობა და ორგანიზებულობა.

შერჩევის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ყასაბი".

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "დრიმლენდ ოაზისი" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.