Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: პროდუქტის შეთავაზებისა და გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

აუთსორსული საკონსულტაციო კომპანია AACC აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის შეთავაზებისა და გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე, პარტნიორი სამშენებლო კომპანიისთვის "ბარსი".

კომპანია "ბარსი" უზრუნველყოფს შემდეგი სახის მომსახურებას: სამჭედლო სამუშაოები, საოფისე, სასტუმრო, სავაჭრო და საცხოვრებელი ფასადებისა და ინტერიერების მინის კონსტრუქციებით მოწყობა, ლითონისგან სხვადასხვა ნაკეთობების ჩარხვა, ალუმინის ჩამოსხმა, რკინის დამუშავება და ა.შ. კომპანია დაარსდა 1998 წელს თბილისში და დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას. კომპანიაზე დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: (https://bars.ge/about-us-gr/)
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის (ყოფილი კაიროს) ქუჩა #19ბ

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების გაცნობა და პრაქტიკული გამოყენებისთვის საჭირო ინფორმაციის ფლობა აღნიშნულ პროდუქტზე;
** მომხმარებლების მაღალკვალიფიციურად მომსახურება, მათთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და მომხმარებლის წინაშე პროდუქტის სწორად წარდგენა;
** მარაგების კონტროლი/აღწერა;
** შეკვეთის მიღება/გაფორმება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება, არასრული უმაღლესი/სტუდენტი;
** ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** მნიშვნელოვანია ადამიანი რომელიც ჩვენს გუნდს შემოუერთდება იყოს:
** პუნქტუალური, კეთილგანწყობილი და თავაზიანი მომხმარებლებისა და კოლეგების მიმართ;

პირობები:

** მისამართი: ქ.თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქ. #19ბ (ყოფილი კაიროს);
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები თანხა 1300 ლარი საწყის ეტაპზე;
** სამუშაო საათები: სტანდარტული 40 საათიანი გრაფიკი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** საქმეს ადგილზე შეგასწავლით და კარიერული წინსვლის შესაძლებლობასაც მოგცემთ;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@aacc.ge და სათაურში მიუთითეთ: პროდუქტის შეთავაზებისა და გაყიდვების კონსულტანტი.

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.