Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: RS Line
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

კომპანია "RS Line"-ი, რომელიც წარმოადგენს ვაჭრობის ავტომატიზაციის, საბანკო ტექნიკის და გადაწყვეტილებების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორს და მიმწოდებელს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

თანამდებობის ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა, პროდუქტების შეთავაზება;
** პრეზენტაციების და შეთავაზებების სხვადასხვა ფორმით ორგანიზება და განხორციელება;
** გაყიდვის შემდგომი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების წარმართვა;
** ახალი პროდუქტების შესწავლა და მოძიება;
** პროდუქტების ტექნიკური მონაცემების და მახასიათებლების შესწავლა;
** ტენდერების და სხვადასხვა პროექტების გარჩევა და დოკუმენტაციის მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ტექნიკური;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 6 თვიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შემოქმედებითობა;
** პრეზენტაბელურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დარწმუნების უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე rsline.hr2@gmail.com


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.