Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: დარბაზის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

კომპანია "ზღაპარი" შეიქმნა 2006 წელს, დღეს ჩვენი ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს 47 მარკეტს. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისთვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენთაგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში (ბუხაიძის №4).

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: 08:00-15:30/16:30-24:00
დასვენების დღეები: კვირაში 1 დღე
ანაზღაურება: საგამოცდო ვადის დროს 750 ₾
ხოლო საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ 800 ₾ + ბონუსი

მოვალეობები:

** დარბაზში პროდუქციის განლაგების/შევსების კონტროლი.
** საჭიროებისამებრ თანამშრომელთა მიერ შესრულებული საქმიანობის კონტროლი.
** სამუშაოს დაწყება დასრულებისას სავაჭრო სივრცის გაღება/დაკეტვა.
** სავაჭრო დარბაზში წესრიგის უზრუნველყოფა. (პროდუქციის დროული განთავსება სავაჭრო დახლზე, უსარგებლო ნარჩენების (მუყაოს ყუთი, პოლიეთილენის პარკები) ეტლებისა და კალათების სავაჭრო დარბაზიდან გატანის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.

ვაკანსიებით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით https://zgapari.ge/career/ ან გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv1@zgapari.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ადგილმდებარეობა.)

გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.