Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: უფროსი აუდიტორი
მომწოდებელი: Ecovis Georgia
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "Ecovis Georgia" აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი მომსახურებების დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას უფროსი აუდიტორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტის ძირითადი ბიზნეს პროცესების შესწავლის პროცესის ხელმძღვანელობა და წარმართვა კომპანიის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
** აუდიტის გეგმის შედგენამდე მეთოდოლოგიით განსაზღვრული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება და კონტროლი;
** აუდიტის გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა-მოპოვებაში მონაწილეობის მიღება;
** აუდიტორების და სტაჟიორების საქმის ზედამხედველობა და ტრენინგი სამუშაო პროცესში;
** დასკვნის გაცემამდე პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** მენეჯერის/პარტნიორის მიერ პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის/მინიმუმ ოთხწლიანი აუდიტორად მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ACCA პირველი ეტაპის სერტიფიკატი;
** საოფისე პროგრამები (პრიორიტეტულია ექსელის ფლობა მაღალ დონეზე)
** აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში პრაქტიკული ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება და ხშირად გამოყენებადი სტანდარტების მაღალ დონეზე ფლობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები და აზრის გასაგებად გადმოცემა;
** გუნდური მუშაობა;
** კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური გამოსავლის მოძიება;
** ინიციატივის საკუთარ თავზე აღების და განვითარების სურვილი.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
** სამუშაო საათები: 10:00-19:00
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ. #5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)

დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** "Ecovis Georgia" გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს;
** კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
** კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
** თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმაოთ თქვენი ცოდნა;
** პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge.

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: http://www.ecovis.ge

პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკავშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება "Ecovis Georgia"-ს (შპს ეკოვის ეი-თი-ეი, შპს ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსები) მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 [ერთი] წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: info@ecovis.ge

"Ecovis Georgia" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: +995 032 243 22 81, info@ecovis.ge


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.