Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მიკრობიოლოგი
მომწოდებელი: ნათაძის სახ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

შპს "გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას მიკრობიოლოგის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ლაბორატორიის აკრედიტაციის სფეროთი დადგენილი მეთოდების გამოყენებით მოახდინოს საკვლევი ნიმუშების (წყალი, ნიადაგი, ჰაერი, სურსათი, ჩამონაბან-ჩამონარეცხები და სხვა) აღება და მიკრობიოლოგიური კვლევა საგამოცდო სფეროში გაწერილი მეთოდების გამოყენებით;
** ხელი შეუწყოს განყოფილებაში ლაბორატორიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვას ისო 17025-ის მიხედვით;
** მოახდინოს ლაბორატორიისათვის აქტუალური ახალი მეთოდების შესწავლა, დანერგვა და ვალიდაცია;
** შეიმუშაოს/გაწეროს სტანდარტული საოპერაციო პროცედურები, ინსტრუქციები და სხვა აუცილებელი დოკუმენტაცია;
** უზრუნველყოს ლაბორატორიათაშორისი და პროფესიული ტესტირებების ჩატარება;
** აკონტროლოს ლაბორატორიის სახარჯი მასალების ნაშთები შესაბამისი პროცედურის მიხედვით;
** დაიცვას: ჩატარებული გამოცდების შედეგების კონფიდენციალურობის მოთხოვნები, ინსტიტუტის შინაგანაწესი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლება - დოქტორი ან მაგისტრი (მიკრობიოლოგია ან ბიოლოგია);
** საგამოცდო ლაბორატორიაში (სურსათის ან/და გარემოს ობიექტების კვლევის სფეროში) მიკრობიოლოგის პოზიციაზე სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება (არანაკლებ 2 წელი);
** ისო 17025 სტანდარტით აკრედიტაციის გავლის გამოცდილება მიიჩნევა უპირატესად;
** სავალდებულოა უცხო ენების ცოდნა - ინგლისური ან სხვა;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა.

სამოტივაციო წერილის, რეკომენდაციებისა და CV წარმოდგენა მისამართზე: r.kobakxidze@gmail.com სავალდებულოა.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი თანამდებობა - "მიკრობიოლოგი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.