Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მომსახურების ხარისხის კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: სითიზენი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

"Cityzen Central Park" თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე მდებარე მასშტაბური კომპლექსია, რომელიც ოთხი საცხოვრებელი ბლოკისა და ბიზნეს ცენტრისგან შედგება.

"სითიზენის" გუნდში მომსახურების ხარისხის კონტროლის მენეჯერს ვეძებთ.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული და გასული ზარების მონიტორინგი
** შეხვედრების ჩანაწერების მონიტორინგი
** ზოჰოს ჩანაწერების/რეაგირების დროის შემოწმება და მონიტორინგი
** ფინანსურ ინსტიტუტებთან კომუნიკაცია (თავდებობები, რეფერალების გადანაწილება, იპოთეკა)
** მენეჯმენტის რეფერალების გადანაწილება, აღრიცხვა და შესაბამისი რაპორტინგი
** ხელშეკრულების გაფორმებისას ინფორმაციის ზოჰოსთან შედარება
** მაკლერებთან კომუნიკაცია, ლიდების მიღება/გადანაწილება
** უძრავი ქონების აგენტებთან ანგარიშსწორება (გადამოწმება, ინვოისინგი, აღრიცხვა)
** მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის ჩატარება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@cityzen.ge. გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.