Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ლაბ. ნიმუშების მართვის განყ. სპეციალისტი/რეგისტრატორი
მომწოდებელი: ნათაძის სახ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

შპს "გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას საგამოცდო ლაბორატორიის ნიმუშების მართვის განყოფილების სპეციალისტის/რეგისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საგამოცდო ლაბორატორიაში შემოსული ნიმუშების მიღება, რეგისტრაცია, შესაბამის განყოფილებაში გადამისამართება/განაწილება (შიდა ლაბორატორიული პროცედურების დაცვით);
** ერთჯერადი ან ვადიანი ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების, მომართვის ფორმების გაფორმება;
** გამოცდის ოქმების გაფორმება შესაბამის პროგრამაში, შევსებული ოქმების ამობეჭდვა, დამკვეთთან დროული გაგზავნა.
** საგამოცდო ნიმუშების აღება შესაბამისი პროცედურების დაცვით;
** ისო 17025-ით აკრედიტებულ ლაბორატორიაში დადგენილი პროცედურების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ქიმია, კვების ტექნოლოგია, მიკრობიოლოგია ან ბიოლოგია;
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება (არანაკლებ 2 წელი) ;
** ისო 17025 სტანდარტით აკრედიტაციის გავლის გამოცდილება მიიჩნევა უპირატესად;
** სავალდებულოა უცხო ენების ცოდნა - ინგლისური ან სხვა;
** სავალდებულოა კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა

სამოტივაციო წერილის, რეკომენდაციებისა და CV წარმოდგენა მისამართზე: r.kobakhidze@gmail.com სავალდებულოა.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი თანამდებობა -"ნიმუშების მართვის განყოფილების სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.