Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: გრანდ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "Grand Electronics" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** პროდუქციის ფასებისა და მარაგების კონტროლი;
** მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა;
** პროდუქციის ბრენდების განვითარებაში ჩართულობა;
** მერჩენდაიზინგის პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** ახალი მომწოდებლების მოძიება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვებსა და შესყიდვების სფეროში;
** საოფისე პროგრამების (ექსელის) ფლობა;

კომპეტენციები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@grandel.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას შპს "გრანდ ელექტრონიქსი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით და საქართველოს კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. შპს "გრანდ ელექტრონიქს"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

შპს "გრანდ ელექტრონიქსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.