Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ართთაიმი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

შპს "ართთაიმი" დაარსდა 1999 წელს, თბილისში. ის იყო პირველი კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა, რომ შვეიცარიული საათი მარტივად ხელმისაწვდომი ყოფილიყო ადგილობრივი მომხმარებლისთვის და ქართულ ბაზარზე შემოიყვანა ცნობილი შვეიცარიული საათების ბრენდები. 24 წელია შპს "ართთაიმი" არის წამყვანი მოთამაშე საქართველოში წარმოდგენილი Swiss Made Watches სექტორში.

https://www.arttime.ge/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მომხმარებლების მაღალკვალიფიციურად მომსახურება, არსებული მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
** პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** სალარო აპარატთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel);
** სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** გამართული მეტყველება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** მიზანსწრაფულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში 8 საათიანი სამუშაო დღე (1 საათი შესვენება)
დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე

ანაზღაურება: ფიქსირებულ საათობრივ ანაზღაურებას + ბონუსი (საწყის ეტაპზე საშუალო თვიური ანაზღაურება 1250-1550 ლარი)

ჩვენ გთავაზობთ:

** სწავლას, განვითარებას, კარიერულ წინსვლას
** მრავალფეროვან სამოტივაციო სისტემას
** ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას
** კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე
** წამახალისებელ ღონისძიებებს
** მოქნილ საბონუსე სისტემას
** ჯანსაღ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის საუკეთესო დაზღვევას

კომპანია "ართთაიმის" შეთავაზებით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: hr@arttime.ge და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("მაღაზიის კონსულტანტი - ბათუმი").

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ართთაიმმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ართთაიმის" ბაზაში 1 წლის ვადით.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.