Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სითიზენი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

"Cityzen Central Park" თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე მდებარე მასშტაბური კომპლექსია, რომელიც ოთხი საცხოვრებელი ბლოკისა და ბიზნეს ცენტრისგან შედგება.

"სითიზენის" გუნდში გაყიდვების მენეჯერს ვეძებთ.

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი
** მომხმარებლისთვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა
** პოტენციური მომხმარებლებისთვის პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით, დისტანციურად ან პირისპირ
** მომხმარებლის დარწმუნება/დახმარება, გადაწყვეტილების მიღებაში
** პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა როგორც ოფისში, ასევე სამშენებლო ობიექტზე
** მომხმარებლის ბანკის წარმომადგენელთან დაკავშირება
** მომხმარებლისთვის ბინის შერჩევა
** გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მომხმარებლისთვის ხელშეკრულების და სხვა საბუთების მომზადება
** დაინტერესებული მომხმარებლის გაყიდვების პროგრამაში აღრიცხვა/შესაბამისი კომენტარის დაფიქსირება
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა ტიპის დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია დეველოპერულ კომპანიაში ან პერსონალურ ბანკირად)
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@cityzen.ge. გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.