Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: თევზის ყასაბი
მომწოდებელი: თურსა
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მარკეტში თევზის ყასაბის პოზიციაზე ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული

სუპერმარკეტი "თურსა" მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ, ახალ და მაღალი ხარისხის პროდუქციას.

ძირითადი მოვალეობები:

** შესაბამისი თევზეულის პირველადი დამუშავება;
** თევზეულის დამუშავება, დაჭრა და დახლზე განსათავსებლად მომზადება;
** დახლებზე საჭირო რაოდენობის პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა, ხარისხის და ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით;
** თევზპროდუქტების იერსახის, შენახვის პირობების და ვადების კონტროლი;
** სამუშაო სივრცეში ჰიგიენური ნორმების და წესების დაცვა, ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით  უშუალო  ხელმძღვანელთან  მუდმივი  თანამშრომლობა, არსებული  პრობლემების  განხილვისა  და ინფორმაციის  დროული  გაცვლის  გზით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება; 
** ხორცპროდუქტების შენახვისა და დამუშავების სტანდარტების ცოდნა;
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის სტანდარტების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: 

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
** დეტალებზე ორიენტირებულობა; 
** დროის მართვისა და დაგეგმვის უნარი; 
** უმაღლესი დონის ჰიგიენური უნარები;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** სისწრაფე.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე tursahr@gmail.com და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "თევზის ყასაბი".

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.