Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა შენს სამომავლო გეგმებშია?

"ბაზისბანკის" გუნდში ზუსტად შენნაირ ადამიანებს ველოდებით!

თუკი მეგობრული სამუშაო გარემო შენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდი ჩვენთან მარტივად!

ამჟამად ჩვენ კლიენტთა მომსახურების მენეჯერს ვეძებთ.

გაეცანი ჩვენს ვაკანსიას და გამოგვეხმაურე, თუ:

** გუნდური მუშაობა გიყვარს და, ამავე დროს, დეტალებზე ორიენტირებული ხარ;
** ხარ პასუხისმგებლობიანი და არ უშინდები გამოწვევებს;
** შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია და ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემა.

გაინტერესებს რას გთავაზობთ?

** ჯანმრთელობის დაზღვევას დასაქმების დღიდან;
** სამგზავრო ბარათს ან კორპორაციულ ნომერს, ულიმიტო სასაუბრო დროით;
** პრემიული კლასის სახელფასო პლასტიკურ ბარათს;
** გარემოს, სადაც შესაძლებლობები ყველა კანდიდატისთვის თანაბარია;
** პროფესიონალების გუნდს, რომელიც გაგიმარტივებს კომპანიაში ადაპტაციის პროცესს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობებს: ბაზისბანკში თანამშრომლების დაწინაურების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს.

შენი მოვალეობები ამ პოზიციაზე იქნება:

** სხვადასხვა სახის საბანკო ოპერაციების წარმოება კლიენტთა ანგარიშებზე (უნაღდო ანგარიშსწორება);
** საბანკო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა;
** ბანკის სხვადასხვა საბანკო პროდუქტების შეთავაზება.

შენგან კი დაგვჭირდება:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

თუკი დაინტერესდი, დაგვიტოვე შენი CV ელფოსტაზე: hr@basisbank.ge, სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.