Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ვენგო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

"ვენგო ჯგუფი" აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. ჯგუფის წევრი სატრანსპორტო კომპანია 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც საერთაშორისო გადამზიდავი.

"ვენგო ჯგუფი"-აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი; ჭავჭავაძის 37ბ;
სამუშაო გრაფიკი: სრული 09:30 - 18:30;
დასვენების დღე: შაბათი - კვირა
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი. როგორც ფიქსირებული ანაზღაურება ასევე ბონუსი იზრდება შედეგების ზრდასთან ერთად და დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.

მოვალეობები:

** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია;
** კომპანიის სერვისების და პროდუქტების კარგი ცოდნა;
** ფასის და სხვა პირობების შეთანხმება, დაკონტრაქტება;
** მიმდინარე შეკვეთების და გზავნილების მონიტორინგი;
** აქტივობების და მონაცემების სისტემაში შეყვანა და ასახვა;

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამების სწრაფი შესწავლის უნარი;
** გუნდურობა;
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე hr@vengo.ge და გთხოვთ, სათაურის ველში "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "გაყიდვების მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.