Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: პროდუქტის მხარდაჭერის და ანალიტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: EGT Georgia
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

საერთაშორისო კომპანია "EGT Georgia" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მხარდაჭერის და ანალიტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: უმაღლესი განათლება
ენები: ქართული, ინგლისური

ძირითადი მოვალეობები:

** აპარატურის პარამეტრებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტირება;
** აპარატურის პარამეტრების გადამოწმება და რეესტრის წარმოება;
** აპარატურის პარამეტრების მომზადება, ანალიტიკა და გაუმჯობესებული ვარიანტების შემოთავაზება;
** ახალი ბაზების და ფორმების შექმნა;
** არსებულ ბაზებში/ფორმებში ინფორმაციის განახლება/ფორმის დახვეწა;
** სხვადასხვა სახის კვლევითი ანგარიშების და პრეზენტაციების მომზადება;
** მონაცემების დამუშავება და ანალიტიკაში მონაწილეობა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერების ან/და ბიზნესის/ფინანსების მიმართულებით;
** 2-წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** Microsoft Excel-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების ანალიზის და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** საკუთარი სამუშაო დროის რაციონალურად განაწილების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ, მომთხოვნელობა და პასუხისმგებლობა;
** დისციპლინირებულობა და თვითკონტროლი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
** სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ მზარდ ანაზღაურებას;
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career-georgia@egt.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "პროდუქტის მხარდაჭერის და ანალიტიკის უმცროსი სპეციალისტი". ველით თქვენს განაცხადს და გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.