Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

"გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს. ფარმაცევტული სფეროს გარდა "გეფა" მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასევე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop, ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელ ამერიკულ ბრენდს Carter`s.

"გეფა" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელიც მთავარ პრიორიტეტად სწორედ თანამშრომლებს მოიაზრებს. მათი ადაპტაცია, სწავლება და განვითარება, მუშაობის ეფექტიანობის მართვა, სამოტივაციო პროგრამები, ბენეფიტები და კორპორატიული კულტურა ერთობლიობაში ქმნის იმ გარემოს, რასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - მეტი ვიდრე სამსახური.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გავაძლიეროთ ერთმანეთი!

კომპანია "გეფა" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე ცენტრალურ საწყობში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** აფთიაქების მომარაგება ყოველდღიური შეკვეთების მიხედვით
** ზედნადებების მიხედვით პროდუქციის ჩატვირთვა და მითვლა
** ტვირთის გადაადგილებისას მოძრაობის, უსაფრთხოების, მოწყობილობის გამოყენების უსაფრთხოების წესებით ხელმძღვანელობა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაკვირვების უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** BC კატეგორიის მართვის მოწმობა
** საგზაო მოძრაობის და უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

კომპანია გთავაზობთ შემდეგი სახის ბენეფიტებს:

** სატრანსპორტო მომსახურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვების დაფინანსებას
** დანამატს არასრულწლოვან შვილებზე
** 30-50%-მდე ფასდაკლება ევექსის კლინიკებსა და ჩვენს სააფთიაქო ქსელში

თუ გსურს შემოუერთდე ჩვენს გუნდს, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577 34 11 61 ან
გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gepha.com.

საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.