Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ელექტროობა/სუსტი დენების ინჟინერ-პროექტანტი
მომწოდებელი: დეტრა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 16 მაისი / განცხადების ვადა: 16 ივნისი

"დეტრა ჯგუფის" საქმიანობა სრულ საინჟინრო, საპროექტო და საინსტალაციო სპექტრს მოიცავს, ახორციელებს, როგორც პროექტირების სამუშაოებს, ასევე, აგრეგატების მიწოდებას, მონტაჟსა და სისტემების სრული სერვისებით უზრუნველყოფას.

კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებლებთან, შესაბამისად, პრიორიტეტი მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტისა და სერვისის მიწოდებაა.

"დეტრა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ელექტროობა/სუსტი დენების ინჟინერ-პროექტანტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძის ქ.

სამუშაოს მიმოხილვა:

** ტექნიკური დავალების საფუძველზე პროექტების მომზადება მუშა ნახაზების სტადიაზე.
** პროექტის მიხედვით სპეციფიკაციების (BOQ) მომზადება.
** შესრულებული პროექტების ზედამხედველობა.
** ობიექტებზე გეგმიური ვიზიტი, მონტაჟის დეტალების გავლა შემსრულებელ ჯგუფებთან.
** პროექტების მენეჯერებთან მჭიდრო კომუნიკაცია.
** საჭიროების შემთხვევაში "As built" ნახაზების მომზადება მოთხოვნის მიხედვით.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება, რაც არსებითად დაკავშირებულია პოზიციის ფუნქციებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
** AutoCad და AutoCad MEP პროგრამების სრულყოფილად ცოდნა; (Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება: 3-5 წელი (აუცილებელი).

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@detra.ge. ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ - ვაკანსიის დასახელება.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.