Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: New Yorker
გამოქვეყნდა: 17 მაისი / განცხადების ვადა: 17 ივნისი

ევროპის ერთ-ერთ უდიდეს მოდის ბიზნესს "NewYorker"-ს აქვს 1000-ზე მეტი მაღაზია 40 ქვეყანაში, 1971 წელს ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ ფლენსბურგში გაიხსნა პირველი ფილიალი, რომლის შემდეგ NewYorker-ს არასოდეს დაუხევია უკან.

სამომავლო მიზნობრივი ინვესტიციებით საქართველოს ბაზარზე NewYorker- ის პირველი ფილიალი 2013 წელს გამოჩნდა Tbilisi Mall-ის სავაჭრო ცენტრში, შემდეგ 2013 წელს East Point, 2017 წელს Galleria Tbilisi, 2019 წელს Saburtalo City Mall, 2019 წელს ბათუმში Metro City Mall, 2024 წელს Gldani City Mall.

საქართველოში "NewYorker"-მა შექმნა არა მხოლოდ ახალი სამუშაო ადგილები, არამედ ჩამოყალიბდა ერთ-ერთ პირველ კომპანიად მოდის ბიზნესში.

"NewYorker" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისი მოლის ფილიალში.

მოთხოვნები:

** მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** აქტიურ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური, თავაზიანი, დეტალებზე ორიენტირებული.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო სექციის მომზადება და სამუშაო ზონის მუდმივ გამართულობაზე ზრუნვა;
** ფილიალის გაყიდვების, შიდა ფასდაკლებების/აქციების და სხვადასხვა შიდა პროცედურის ცოდნა;
** მომხმარებლის თითოეულ თხოვნაზე ოპერატიული რეაგირება და მათთვის საუკეთესო სერვისის შეთავაზება;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი, 2 დღე დასვენება
** ხელფასი : ფიქსირებული + ბონუსი
** სამუშაო ადგილი: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში
** სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს.
** კონკურენტულ ხელფასს
** ფასდაკლებებს პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ მისამართზე: paneuropeanfashiongroup@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების კონსულტანტი თბილისი მოლის ფილიალი ".


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.