"ფაბრიკა 1900" გოფრირებული მუყაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში.შესაფუთ მასალას, რომელსაც კომპანია ქმნის არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერთიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.
"ფაბრიკა 1900" ეძებს გუნდის ახალ წევრს - დანადგარის ოპერატორს
** სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია თბილისიდან და გორიდან)
** სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** საწარმოო დანადგარზე მუშაობა;
** დანადგარის მომზადება და პროდუქციის წარმოება ტექნიკური ბარათის შესაბამისად;
** წარმოებული პროდუქციის ვიზუალური დათვალიერება, ხარისხის კონტროლი;
** დანადგარის ოპერატიული მოვლა-შენახვა;
** დანადგარის მუშაობასთან დაკავშირებული ხარვეზების დროული აღმოჩენა, აღმოფხვრა და/ან შესაბამისი სამსახურის ინფორმირება;
** საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში მცირე, ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:რომელიმე საწარმოო დანადგარზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ტრანსპორტირება.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@fabrica1900.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - დანადგარის ოპერატორი.
რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "ფაბრიკა 1900"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.
"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებებს!