შპს "ბეთლემი-2011" აცხადებს ვაკანსიას კოტეჯების ადმინისტრატორის პოზიციაზე.
პირობები:
** მდებარეობა: ჩაქვი, ბათუმის ქუჩა 20
** სამუშაო გრაფიკი ყოველ მესამე დღეს 24 საათი
** ხელფასი შეთანხმებით-გასაუბრების შემდგომ
** კვებით უზრუნველყოფა
ძირითადი მოთხოვნები:
** ენების ცოდნა (ინგლისური და რუსული, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად);
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ორგანიზებული, კომუნიკაბელური, არაკონფლიქტური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
ძირითადი მოვალეობები:
** კოტეჯში მოსული სტუმრების მიღება-განთავსება, გასტუმრება;
** სტუმრებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წარმართვა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** ჯავშნების მიღება და პროგრამაში შეყვანა;
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
** კოტეჯების ოთახების და მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგი;
** მენეჯერის დავალებების შესრულება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: ltdbakuri@gmail.com
გისურვებთ წარმატებას!
დასახელება: "კოტეჯის ადმინისტრატორი".