ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელიექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე ბათუმში.
თუ გსურთ გახდეთ საერთაშორისო ჰოლდინგის მეგობრული გუნდის წევრი, რომელიც 50-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში და ემსახურება 1 000 000-ზე მეტ მომხმარებელს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში, გაეცანით ვაკანსიის პირობებს.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 40 საათი
ანაზღაურება: ფიქსირებული, 1500 ლარი (გროს თანხა / გადასახადების ჩათვლით) + ბონუსი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / ულიმიტო სასაუბრო დრო / პროფესიული განვითარება
ადგილმდებარეობა: ბათუმი, ბარათაშვილის ქ. 25
სამუშაოს აღწერილობა:
** პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა;
** მომხმარებლის მოთხოვნის სწორი იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
** მომხმარებლებთან ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
** მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის და/ან ფინანსური მდგომარეობის შესწავლა;
** შემოსული საკრედიტო განაცხადების დამუშავება/ანალიზი;
** სასესხო განაცხადის წარდგენა საკრედიტო კომიტეტზე;
** საკრედიტო პორტფელის მართვა;
** პორტფელის ხარისხის უზრუნველყოფა და ვადაგადაცილებული სესხების დამუშავება;
** პერიოდული ანგარიშგების და რეპორტების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მცირე ან მიკროსესხებთან მუშაობის, მინიმუმ, 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და მათემატიკის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** ეფექტური გაყიდვები;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** მოლაპარაკების წარმოება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.
გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები: https://www.helio-ai.com/apply/vkq8mzna2nuqfovs?src=jobs.ge
"ინტელიექსპრესი" გისურვებთ წარმატებებს!