Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: თურსა
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას კონსულტანტის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 9:00-16:00 ან 16:00-23:00
** დასვენება: კვირაში 1 დღე
** აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატს მიეცემა გამოსაცდელი ვადა 2-3 დღე
** ხელფასი: გამოსაცდელი ვადის შემდეგ პირველი 3 თვის განმავლობაში მიიღებს 950 ლარს, ხოლო შემდგომ - 1000 ლარს.
** 3 თვის შემდეგ ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის რეალიზაციამდე ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა
** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება
** პროდუქციის მოწესრიგება, ეფექტური განლაგება

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** მხიარული, მუდამ მოღიმარი, თავაზიანი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: Tursahr@gmail.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "კონსულტანტი (თბილისი)".

კომპანიის შესახებ:

შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.