კომპანია "მკითხველი" 2015 წლიდან პოზიციონირებს და წამყვან ადგილს იკავებს წიგნების სამომხმარებლო ბაზარზე.
ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს შეკვეთების ორგანიზების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული შეკვეთების ადმინისტრირება და მიწოდების კონტროლი;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და დაზუსტება შეკვეთის მიწოდებასთან დაკავშირებით;
** კურიერებთან კომუნიკაცია და პრობლემის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.
მოთხოვნები:
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური მოსმენისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** თავაზიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 18:00-მდე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
ანაზღაურება - ფიქსირებული 900 ლარი და მეორე თვიდან საბონუსე სისტემაში ჩართვა
ჩვენ გთავაზობთ:
** მუდმივად მზარდ ანაზღაურებას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** 20 %-იან ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: mkitkhvelitbilisi.cv@yahoo.com
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.