Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მორიგე ექიმი ანესთეზიოლოგი
მომწოდებელი: ახალი სიცოცხლე
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / განცხადების ვადა: 26 სექტემბერი

სს "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის" კლინიკა "ახალი სიცოცხლე" აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექიმი ანესთეზიოლოგის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** შესაბამისი სპეციალობით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

სასურველია: უცხო ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** განყოფილებაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი.

მისამართი: თბილისი, გ. ჟვანიას ქ.N7 (ყოფილი ლუბლიანას N29)

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: Vacancy_surgery_Nlife@aversi.ge.

გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.nlife.ge/


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.