Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მოლარე-რეგისტრატორი
მომწოდებელი: თბილისის #2 საოჯახო მედიცინის ცენტრი
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

თბილისის N2 საოჯახო მედიცინის ცენტრი ამბულატორიული ტიპის მრავალპროფილიანი სამედიცინო-პროფილაქტიკური დაწესებულებაა. მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენთვის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა პრიორიტეტია.

ჩვენი დაწესებულება გამოირჩევა შემდეგით:

** მაღალკვალიფიციური და კეთილგანწყობილი სამედიცინო პერსონალი;
** მაღალტექნოლოგიური, უზუსტესი ლაბორატორიული კვლევები;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა.
** სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე პირისთვის;
** მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა.

შპს "ქ. თბილისის N2 საოჯახო მედიცინის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-რეგისტრატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც)
** Excel-ის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** დროის მენეჯმენტის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
** გუნდურობა.

განაცხადები მიიღება 30 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე HR.Familycentre@gmail.com და ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.