შპს "პსპ ფარმა" აცხადებს მარკეტინგის უმცროსი ანალიტიკოსის ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველთვიური ბენჩმარკინგი
** NPS კვლევის საორგანიზაციო მონიტორინგი
** კითხვარის შედგენა
** ჩატარების მონიტორინგი
** კვლევის მონაცემების კოდირება
** კვლევის მონაცემების დამუშავება
** კვლევის მონაცემების ანალიზი
** სხვადასხვა პროექტის შეფასებითი კვლევები
** პირდაპირი მარკეტინგის თანხმობების და უარების მონიტორინგი
** სხვადასხვა მარკეტინგული პროექტების პრეზენტაციების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ცოდნა და გამოცდილება: უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის, სოციალური მეცნიერებების მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც)
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel, Word, PowerPoint), სასურველია იცოდეს SPSS და SQL
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 სექტემბერი, 2024 წელი.