სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი მდებარეობს ქ. რუსთავში
წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ კანდიდატების ძიებას შემდეგ პოზიციებზე:
1. PET წარმოების ოპერატორი - 2 ვაკანსია
თანამდებობრივი მოვალეობები:
** ხარისხიანი "პე" და "პეტ" პროდუქციის გამოშვება.
** მოწყობილობების ტექნიკური პარამეტრების კონტროლი.
** გამოსაშვები პროდუქციის ხარისხის კონტროლი და პირველადი დოკუმენტაციის წარმოება.
** საამქროს ტერიტორიისა და მოწყობილობების სისუფთავეზე ზრუნვა.
** ნებისმიერი დამხმარე სამუშაოების შესრულება.
მოთხოვნები:
** ტექნიკური განათლება, წარმოებაში ტექნიკურ მოწყობილობებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** ტექნოლოგიური წარმოებისა და საამქროში მუშაობის უსაფრთხოების საფუძვლების ცოდნა.
** კომპიუტერული უნარები და დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა.
** ქართული და რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა.
** პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი, მობილიზებული.
სამუშაო განრიგი - 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 სამუშაო დღე: დღე/ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება + დამატებითი სამუშაო ანაზღაურებადი, საჭიროებიდან გამომდინარე). ანაზღაურება - 1105 ლარი ხელზე ან 6, 05 ლარი საათში საგამოცდო პერიოდის განმავლობაში (3 თვე).
2. ტამპოპრინტის ოპერატორი- 2 ვაკანსია
თანამდებობრივი მოვალეობები:
** ხარისხიანი "პე" და "პეტ" პროდუქციის გამოშვება ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად.
** მოწყობილობების ტექნიკური პარამეტრების კონტროლი.
** გამოსაშვები პროდუქციის ხარისხის კონტროლი და პირველადი დოკუმენტაციის წარმოება.
** საამქროს ტერიტორიისა და მოწყობილობების სისუფთავეზე ზრუნვა.
** ნებისმიერი დამხმარე სამუშაოების შესრულება.
მოთხოვნები:
** ტექნიკური განათლება, წარმოებაში ტექნიკურ მოწყობილობებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** ტექნოლოგიური წარმოებისა და საამქროში მუშაობის უსაფრთხოების საფუძვლების ცოდნა.
** კომპიუტერული უნარები და დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა.
** ქართული და რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა.
** პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი, მობილიზებული.
სამუშაო განრიგი - 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 სამუშაო დღე: დღე/ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება + დამატებითი სამუშაო ანაზღაურებადი, საჭიროებიდან გამომდინარე). ანაზღაურება - 1375 ლარი ხელზე ან 7, 53 ლარი საათში საგამოცდო პერიოდის განმავლობაში (3 თვე).
სასაწყობე მეურნეობის მუშა
თანამდებობრივი მოვალეობები:
** საწარმოს, საწყობის და სხვა ტერიტორიაზე ნებისმიერი დამხმარე სამუშაოს შესრულება.
** დასუფთავებით სამუშაოების შესრულება მინდობილ ტერიტორიებზე, საამქროში და ა.შ.
** საწარმოს სხვადასხვა უბნებზე, ბილიკებზე და ტვირთის შესანახ ადგილებში სისუფთავის უზრუნველყოფა.
** შენობის და დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის და მათი მდგომარეობის კონტროლი.
** გარკვეული სახის პროდუქციის დახარისხება, აწონვა, და დასაწყობება;
** საწყობში ისეთი დამხმარე სამუშაოების შესრულება, რომელიც მოითხოვს ფიზიკურ ძალას.
მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** ქართული და რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა.
** მართვის მოწმობის ქონა.
** პასუხისმგებლიანი.
** კარგი ათვისების უნარი.
** ყურადღებიანი.
** შრომისმოყვარე
სამუშაო განრიგი: 5 დღე კვირაში 08:00-დან 17:00-მდე + დამატებითი სამუშაო ანაზღაურებადი, საჭიროებიდან გამომდინარე. ანაზღაურება 1000 ლარი ხელზე (900 ლარი გამოსაცდელი პერიოდის 1 თვის განმავლობაში).
სამუშაო პირობები ყველა ვაკანსიისთვის:
** პრემირება - წლის მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე
** ჩვენი სოციალური პაკეტი მოიცავს: სამედიცინო დაზღვევა; ტრანსპორტირება სამსახურში (რუსთავი); კორპორატიული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს.
რეზიუმე გამოაგზავნეთ მეილზე: viktoriya.kovalenko@caucasianpet.com