Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: სილამაზის კონსულტანტი
მომწოდებელი: SkinCare Studio
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

დერმატოლოგიური მაღაზია "Skincare Studio" აცხადებს ვაკანსიას სილამაზის კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 10:30 -20:00
სამუშაო ადგილი: თბილისი მის: პეკინის 39
ანაზღაურება: 700 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა, გამართული მეტყველების უნარი
** კანის მოვლის სფეროს ცოდნა
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა B2-C1

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა
** ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა

** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: info@skincarestudio.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.