Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: უნივერსალური ოპერატორი
მომწოდებელი: Inex Group
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ოპერატორის პოზიციაზე.

"ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. "ინექს გრუპი" ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.

სამუშაო ადგილი: ფოთი

საქმიანობის აღწერა:

** კლიენტ სერვისი - კლიენტთან აქტიური კომუნიკაცია, გზავნილების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა და მომხმარებლის უზრუნველყოფა შესაბამისი ინფორმაციით;
** მომხმარებლებისთვის არსებული პროდუქტების შეთავაზება;
** საფოსტო გზავნილების ჩამოტვირთვა და დასაწყობება შესაბამის ტერიტორიაზე;
** ამანათების მიღება-გაცემა;
** კლიენტის მიმართ კეთილგანწყობილი საქმიანი ურთიერთობა, პრობლემების მოგვარების გზების ორგანიზება და განვითარება.

** პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** კოლეგიალური;
** პუნქტუალური;
** ორგანიზებული;
** შედეგზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 5 ოქტომბრამდე გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge. სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: "უნივერსალური ოპერატორი".

კომპანია ინექს გრუპი გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.