Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Manamo Home
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

საოჯახო ტექსტილის კომპანია "Manamo Home" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ჩვენთან გელოდებათ:

** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 6 სამუშაო დღე):

** 2 დღე - 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება;
** 4 დღე - 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება/გაცნობა;
** მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული აქციების და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ცოდნა; ნაშთების კონტროლი;
** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების სწორად და დროულად განთავსება;
** სალარო ოპერაციების განხორციელება;
** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (Outlook, Excel).

აუცილებელი უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა.

ჩვენს გუნდში მუშაობის მსურველებს გთხოვთ გამომიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@manamohome.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი".

CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ რომ კომპანია "Manamo Home" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.