DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს"ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების მოძიება, კომპანიის პროდუქტების გაცნობა და მათთვის შეთავაზებების მომზადება;
** გაყიდვების გეგმებისა და ანალიზის შედგენა;
** კომპანიის პროდუქტების გაყიდვა მიზნების და გეგმის შესაბამისად;
** კონკურენტების საქმიანობის შესწავლა და ანალიზი.
** გაყიდვების მუდმივი მონიტორინგი კატეგორიების მიხედვით და მისი სტიმულირებისთვის სამოქმედო გეგმების შედგენა;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** გაყიდვების მხარდამჭერ სისტემებში მუშაობა;
** შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით რეპორტების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** რუსული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Office, Windows, სრულყოფილი ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალური;
** გაყიდვების უნარი;
** მოლაპარაკების უნარი
** პასუხისმგებლიანი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 22 სექტემბერი ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.