Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: KTR Consultants
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

საერთაშორისო საბუღალტრო კომპანია "KTR Consultants LTD" ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე, დამოუკიდებელი პროექტისათვის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული პროექტებისათვის საჭირო ვიზუალების მომზადება
** სოციალური მედიის აქტივობებისათვის პოსტერების, სტიკერების გამზადება
** როგორც გუნდთან ერთად, ასევე დამოუკიდებლად სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებისთვის ვიზუალური მასალის მომზადება
** შესაბამისი გრაფიკული დიზაინების მომზადება

უნარები და გამოცდილება:

** სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით;
** Power Point, Canva, Illustrator, Photoshop

პიროვნული უნარები:

** საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება;
** პირადი და გუნდის მიზნების მიღწევაზე ორიენტირებული;
** ღიაობა გამოწვევების მიმართ და მათი გადაჭრის გზების მოძიების უნარი, როგორც ინდივიდუალურად ისე გუნდური მუშაობისას.

ადგილმდებარეობა: თბილისი, წერეთლის გამზირი (განიხილება დისტანციური მუშაობაც)
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე და რამდენიმე ნამუშევარი გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: admin@ktrconsultants.co.uk, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.