Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: International Business Counselors
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

"International Business Counselors" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
სამუშაო დრო: ნახევარი განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე პირველი ცვლა ან 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე მეორე ცვლა.
შრომის ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო.

ძირითადი მოვალეობები:

** გამავალი სატელეფონო ზარების განხორციელება მომხმარებლებთან.
** პოტენციური მომხმარებლის გადამისამართება გაყიდვების მენეჯერთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სასურველია)
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი (სავალდებულოა)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: bic.corp.company@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი გრაფიკი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გასაუბრება არ გაიმართება დისტანციურად. სავალდებულოა დამსაქმებელთან ინტერვიუ სამუშაო ადგილას.

გისურვებთ წარმატებას.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.