"საქართველოს კარიტასი" სოციალური კაფე "სვით ჰართის" აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პროგრამა/პროექტი: განათლების გაძლიერების პროგრამა
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი.
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: თბილისი,
სამუშაო მიზანი:
** პროექტის კოორდინატორი პასუხისმგებელია პროგრამის მენეჯმენტს დაეხმაროს და კოორდინაცია გაუწიოს სოციალური კაფე "სვით ჰართის" მართვაში
სამუშაო ვალდებულებები:
** პროგრამის მენეჯმენტის გუნდს დაეხმაროს პროექტის მონიტორინგსა და შეფასებაში, ახალი პროექტების შემუშავებაში;
** ვალდებულია იხელმძღვანელოს ბიუჯეტის მიხედვით და აკონტროლოს ხარჯები/ ტრანზაქციები;
** პროგრამის მენეჯმენტის გუნდისთვის დროული ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაცია შესაძლო პრობლემებზე ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებზე;
** ვალდებულია ორგანიზება გაუწიოს, მართოს და თვალყური ადევნოს პროექტის ღონისძიებებს და აქტივობებს;
** პროექტის პერსონალის საერთო კრებების ორგანიზება
** პროექტის პერსონალის კოორდინირებული მუშაობის ორგანიზება;
** პროექტის ინვენტარის აღწერა და მისი მოვლა-პატრონობა;
** შეინარჩუნოს სისუფთავე და დისციპლინა;
** კომუნიკაციების მართვა მედიასთან ურთიერთობის საშუალებით, სოციალური მედიით და ა.შ.
** პროექტის განხორციელების პერიოდში იხელმძღვანელოს კარიტასის ძირითადი პრინციპებით და ღირებულებებით.
** უზრუნველყოს პროექტის პერსონალის მართვა და დასწრების მონიტორინგი;
** მონაწილეობა მიიღოს თანამშრომლების შეფასებაში.
** პროექტის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების წარდგენა შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად.
** დირექტორის/ მენეჯერის მიერ გონივრულად მოთხოვნილი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება, გამოცდილება, უნარები:
** უმაღლესი განათლება მომსახურების სფეროში
** სერტიფიკატი ბიზნესის ადმინისტრირებაში ან ბიზნესის მენეჯმენტში
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სურსათის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების საფუძვლიანი ცოდნა.
** მომხმარებელთა მომსახურების გამოცდილება
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის გამოცდილება
** მომსახურების სფეროში მომუშავე პერსონალის მართვის გამოცდილება
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პირადი დისციპლინა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის კულტურა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV ელ. მისამართზე: tea.lolua@caritas.ge
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: პოზიცია
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 25.09.2024
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს.
"საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.caritas.ge/ https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/