Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ენერგეტიკოსის დამხმარე
მომწოდებელი: Georgian AirLink
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია "Georgian AirLink" აცხადებს ვაკანსიას ენერგეტიკოსის დამხმარეს პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა/ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრული ქსელის გაყვანა/შეკეთებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება.

მოთხოვნები:

** გააჩნდეს ელექტრული აღჭურვილობისა და კაბელების მონტაჟისთვის საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია;
** საჭიროების შემთხვევაში შეეძლოს გაიყვანოს ელექტრული ქსელი ახალი ობიექტების ელ. ენერგიასთან მისაერთებლად;
** გააჩნდეს სათანადო ცოდნა, რათა დაზიანებების შემთხვევაში, განახორციელოს ელექტროგადამცემი ხაზების სარემონტო სამუშაოები.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე,
** პუნქტუალური;
** ენერგიული;
** ყურადღებიანი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** ანაზღაურება : ელექტრიკოსი - კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@airlink.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არგანიხილება.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.