"საზოგადოება ბილიკი" აცხადებს კონკურსს რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ხაშური, "საზოგადოება ბილიკის" ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი, თამარ მეფის ქუჩა #1.
ენისა და მეტყველების თერაპევტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი);
** გავლილი უნდა ჰქონდეს მეტყველების თერაპიის სასერტიფიკატო კურსი, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით;
** ბავშვისა და მოზარდის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა;
** ბავშვებთან მუშაობის მუშაობის მინიმუმ 6 თვის გამოცდილება.
მოვალეობები:
** ბავშვის შეფასება, დარღვევათა დიფერენცია, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენა და განხორციელება;
** კომუნიკაციისათვის საჭირო სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;
** მუშაობა ბავშვებთან განმავითარებელ უნარებზე ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის მიმართულებით;
** მშობელთა კონსულტირება და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ინდივიდუალური ჩანაწერების განხორციელება;
** ბავშვთან ჩართულ სხვადასხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა;
** მულტიდისციპლინარული გუნდის შეხვედრებში მონაწილეობა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა, ურთიერთთანამშრომლობა;
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციაში;
** სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** ორგანიზაციული ღირებულებების პატივისცემა და დაცვა.
შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე, დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ელექტრონულ მისამართზე: societybiliki@gmail.com
1. ავტობიოგრაფია/CV;
2. სამოტივაციო წერილი.
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 10 ოქტომბერი.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მეტყველების თერაპევტი".