Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ბარისტა-კონსულტანტი
მომწოდებელი: ჯეჯელატო
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

იტალიური სანაყინე-საკონდიტრო "ჯეჯელატო" ეძებს ენერგიულ, შრომისმოყვარე, ერთგულ თანამშრომლებს ბარისტა-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში

სამუშაო გრაფიკი: 6-7 საათიანი ცვლები
ანაზღაურება: საათობრივი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება და სალაროსთან შეკვეთების მიღება;
** პროდუქტის ასორტიმენტისა და მისი შემადგენლობის სრულყოფილად ცოდნა;
** პროფესიონალურ ყავის აპარატთან მუშაობა;
** სამუშო ადგილის მოწესრიგება და სისუფთავის დაცვა;
** პროდუქტის ვადების და შენახვის წესების დაცვა;
** მიტანის სერვისებთან მუშაობა

მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პოზიტიურობა და მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა;
** გაყიდვებზე ორიენტირებულობა;
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სალაროსთან;
** ინგლისური ენის კომუნიკაციის დონეზე ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება
** ანაზღაურებადი სტაჟირებას;
** თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე;
** საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირებას;
** Fitpass;
** სწავლას, განვითარებას, კარიერულ წინსვლას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სამოტივაციო წახალისებებს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: vacancy.gegelato@gmail.com, აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.