Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ფარმაცევტული პროდუქტების ექსპედიტორი
მომწოდებელი: ფარმა სოლუშენს
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

"ფარმა სოლუშენს" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტული პროდუქტების ექსპედიტორის თანამდებობაზე.

სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობა:

** კომპანიის საწყობის მიერ მომზადებული ტვირთების მიღება ბორტზე შესაბამისი დოკუმენტური უზრუნველყოფით, აღრიცხვა და კონტროლი;
** კომპანიის კლიენტებთან ტვირთის ტრანსპორტირებისას ბორტზე არსებული ტემპერატურის მონიტორინგი;
** კლიენტებისათვის მედიკამენტების მიწოდება შესაბამის მისამართებზე შესაბამისი დოკუმენტური მხარდაჭერით;
** მედიკამენტების ტრანსპორტირებისას საჭირო სხვა ღონისძიებების განხორციელება.

სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე, შაბათ-კვირის გარდა.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ალექსეევკის დასახლება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: m.gigineishvili@phs-global.com.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.