Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: დასაქმების კონსულტანტი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 სექტემბერი

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "ახლაგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში, აცხადებს შემდეგ ვაკანსიას: დასაქმების კონსულტანტი.

სამუშაო ადგილი: თბილისი (1 ვაკანტური ადგილი)
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი (100%)
პროექტის ხანგრძლივობა: პროექტი განხორციელდება 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

პროექტის - "ახლაგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა ადგილობრივ შრომის ბაზარზე და მათ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დახმარება.

საქმიანობის ძირითადი მიზანი: პროექტის ფარგლებში ბენეფიციარი ახალგაზრდების დახმარება დასაქმებასა და თვითდასაქმებაში. დასაქმების კონსულტანტი პროექტის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ანგარიშვალდებულია პროექტის მენეჯერის წინაშე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეისწავლოს დასაქმების ბაზარი და გამოკვეთოს მოთხოვნადი პროფესიები, რომელთა შესწავლა გააუმჯობესებს ბენეფიციარი ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებს;
** განსაზღვროს და შეაფასოს ბენეფიციარი ახალგაზრდების შესაძლებლობები მათი განათლების, კვალიფიკაციისა და უკვე არსებული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით;
** ბენეფიციარ ახალგაზრდებს შეასწავლოს CV-ის/ავტობიოგრაფიის, სამოტივაციო წერილის შედგენისა და ინტერვიუს დროს თავის წარდგენის უნარ-ჩვევევები;
** პროექტის ბენეფიციარ ახალგაზრდებს გაუწიოს ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები;
** დასაქმების საკითხებზე ბენეფიციარ ახალგაზრდებს ჩაუტაროს სხვადასხვა სახის ტრენინგი;
** ხელი შეუწყოს ბენეფიციარებს თვითდასაქმებისა და მცირე ბიზნესის განვითარების საკითხებში;
** ითანამშრომლოს სხვადასხვა არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციასთან, პროფესიული სწავლების ცენტრებთან და კერძო სექტორთან, ბენეფიციარი ახალგაზრდების დასაქმებისა და პროფესიული სწავლების ხელშეწყობის მიზნით;
** მოიძიოს გამოცხადებული ვაკანსიები და დააკავშიროს პროექტის ბენეფიციარი ახალგაზრდები დამსაქმებლებთან;
** მედიის საშუალებით დაეხამროს ბენეფიციარ ახალგაზრდებს სხვადასხვა განცხადების გამოქვეყნებაში;
** მუდმივად მოიძიოს/მიიღოს ინფორმაცია დასაქმების კუთხით არსებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ;
** ბენეფიციარი ახალგაზრდების მონაწილეობით უზრუნველყოს სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება;
** უზრუნველყოს სამომავლო სამუშო გეგმის შემუშავება; გარდა ამისა, შესრულებული სამუშაოს ანგარიშების მომზადება და მათი პროექტის მენეჯერისათვის მიწოდება.
** პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა თუ პროფესიული სუპერვიზიის შეხვედრებში მონაწილეობა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის და/ან ეკონომიკის სფეროში;
** დასაქმების კუთხით ახალგაზრდებთან, მოწყვლად ოჯახებთან და/ან თემთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება (აკადემიური სწავლების პერიოდში მიღებული პრაქტიკა ჩაითვლება გამოცდილებად);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი;
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიული წერითი უნარ-ჩვევები.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

SOS Children`s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 118 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში.

ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით მათი სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.sos-childrensvillages.ge/ ან ეწვიეთ Facebook გვერდს: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ქართულ ენაზე, რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge, 2024 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "დასაქმების კონსულტანტი - VIBES for Youth".


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.