Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ექიმი-გინეკოლოგი
მომწოდებელი: სამედიცინო ლაბორატორია სინევო
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი "სინევო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ექიმი-გინეკოლოგის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ჩვენი პირობები:

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი
სამუშაო განრიგი: კვირაში 3-4 დღე
სამუშაო საათები: 10:00 - 17:00

ძირითადი მოვალეობები:

** მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევა პაციენტებისთვის
გინეკოლოგიური კვლევების განხორციელება (მათ შორის: პაპ ტესტისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისათვის საკვლევი მასალის აღება - ნაცხი)
** პაციენტებისთვის სათანადო რეკომენდაციების, დანიშნულებისა და მკურნალობის მიცემა არსებული სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით
სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესით

მნიშვნელობანი თვისებები და უნარები:

** სწრაფვა პროფესიული განვითარებისკენ
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** სასურველია უცხო ენების ცოდნა
** პროფესიული განვითარებისთვის ხელშემწყობ ღონისძიებებში მონაწილეობა

კვალიფიკაცია: 

** სახელმწიფო სერთიფიკატი მეან-გინეკოლოგიაში
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი

დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილებაც შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ. მისამართზე: marketinghr@synevo.ge

"სინევოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

გთხოვთ, მიუთითოთ სათაურში შესაბამისი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

"სინევო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.