Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ინგლისური ლიტერატურის მასწავლებელი
მომწოდებელი: გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ლიტერატურის მასწავლებლის პოზიციაზე.

ამერიკული აკადემია ეძებს კვალიფიციურ, მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეულ ინგლისური ლიტერატურის მასწავლებელს, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება მოტივირებულ და ნიჭიერ მოსწავლეებთან მუშაობას.
იდეალურ კანდიდატს უნდა ჰქონდეს სურვილი დაეხმაროს მოსწავლეებს აკადემიური პროგრესის მიღწევაში, რეგულარულად ეურთიერთოს მშობლებსა და მონაწილეობა მიიღოს სასკოლო კლასგარეშე აქტივობებში.

მასწავლებლის კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლების დიპლომი ინგლისურ ლიტერატურასა ან მონათესავე დისციპლინაში (შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა, შემოქმედებითი წერა, ა.შ.);
** სასურველია ინგლისური ლიტერატურის სწავლების გამოცდილება მაღალ კლასებში (ამის არარსებობამ არ შეგაფერხოთ განაცხადის გაკეთების დროს);
** ჰქონდეს კარგი ორგანიზაციული, დროის ეფექტურად განაწილებისა და კომუნიკაციის უნარები, მოთმინება და ფიზიკური გამძლეობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

1. რეზიუმე (ინგლისურ ენაზე)
2. სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
3. უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი
4. ორი სარეკომენდაციო წერილი (დამსაქმებლის, ლექტორის, ან სხვა ნებისმიერი ხელმძღვანელის)

გთხოვთ, აღნიშნული საბუთები გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე tguniava@aat.ge (ვაკანსიის მითითებით საგნის ველში) არაუგვიანეს 2024 წლის 5 ოქტომბრისა.

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
ჩაბარებული საბუთები აპლიკანტებს არ დაუბრუნდებათ.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.