Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: MS Holding
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

"MS holding" - ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/
ზრდასთან და განვითარებასთან ერთად, არასდროს გვავიწყდება, კომპანიის წარმატების მთავარი შემოქმედნი, ჩვენი გუნდის წევრები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი სამუშაო კულტურის შექმნა და გვჯერა, რომ გუნდის ძალა მის თითოეულ წევრშია და პირიქით ყველა მათგანის ძალას გუნდი აერთიანებს.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად MS holding" გეძებს შენ ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

რისი გაკეთება მოგიწევს?

** კომპანიის ყოველთვიური /კვარტალური/ წლიური ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა კომპანიის სხვა სამსახურის თანამშრომლებთან ერთად;
** ფულადი ნაკადების კონტროლი და პროგნოზირება;
** კომპანიაში დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების (გაყიდვები, მომგებიანობა, ხარჯები) ყოველკვირეული კონტროლი, გადახრების ანალიზი და შესაბამის სამსახურებთან ერთად შედეგების განხილვა;
** დებიტორებისა და კრედიტორების ანალიზი და შესაბამისი რეაგირების მოხდენა;
** ბუღალტრული განყოფილების/ბუღალტრის მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშგებების მონიტორინგი და ანალიტიკა;
** შემოსავლების სამსახურის მიმართ დამკვეთის ბუღალტრის მიერ დეკლარაციების დროულად წარდგენის მონიტორინგი;
** ახალი პროდუქტების და ბიზნეს მიმართულებების ფორმირების პროცესში ჩართულობა და ფინანსურ ჭრილში რეკომენდაციის გაცემა;
** ბანკებთან მოლაპარაკების სრული პროცესის მართვა;
** წინასწარ განსაზღვრული ფორმითა და პერიოდულობით მენეჯმენტისთვის რეპორტის წარდგენამ მათ შორის მოგება - ზარალი;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა სამუშაო პროცესის მართვა და სამუშაო გეგმების/დავალებების დროულად შესრულების უზრუნველყოფა;
** სამუშაო პროცესისთვის საჭირო ახალი რეპორტების შექმნა / დამუშავება;
** პროგრამაში დასანერგი რეპორტის /მოდულის უზრუნველყოფა / კომუნიკაცია შემსრულებელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა.
** სასურველია APEX - ში მუშაობის გამოცდილება;
** Retail - ში და დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა.
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ჭირნახულის 4;
** სამუშაო საათები: 09:30 - 18:00 საათი. შაბათ - კვირას დასვენება;
** ანაზღაურება : ფიქსირებული

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (მეტროდან);
** სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@msholding.ge და გთხოვთ ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.